ესპანურმა ლა ლიგამ 2023-24 წლების სეზონის მთავარ ინდივიდუალურ პრიზებზე ნომინანტები დაასახელა.
წლის საუკეთესო ფეხბურთელი: ჯუდ ბელინგემი (რეალი), ტაკეფუსა კუბო (სოსიედადი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), არტიომ დოვბიკი (ჟირონა), კირიან როდრიგესი (ლას პალმასი), რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა), ვინისიუსი (რეალი), ისკო (ბეტისი), ალეიშ გარსია (ჟირონა), ალექსანდრ სორლოტი (ვილიარეალი).
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (U23): ლამინ იამალი (ბარსელონა), ხავი გერა (ვალენსია), როდრიგო (რეალი), იან კოუტუ (ჟირონა), სავინიო (ჟირონა), ჯონი (ბეტისი), პაუ კუბარსი (ბარსელონა), მ. გუტიერესი (ჟირონა), ნიკო უილიამსი (ბილბაო), ტაკეფუსა კუბო (სოსიედადი).
საუკეთესო მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი (რეალი), მიჩელი (ჟირონა), დიეგო სიმეონე (ატლეტიკო), ერნესტო ვალვერდე (ბილბაო), მარსელინო (ვილიარეალი).
გამარჯვებულებს 28 მაისს პრიზების გადაცემის ცერემონიაზე გამოაცხადებენ.