ლა ლიგას „ვალენსიას“ კარში მამარდაშვილი დაიწყებს - „ფუტბოლფენტეზი“ #1TVSPORT
ლა ლიგას „ვალენსიას“ კარში გიორგი მამარდაშვილი დაიწყებს – ასეთ ინფორმაციას საფეხბურთო ანალიტიკური პორტალი Futbolfantasy ავრცელებს.
20 წლის ქართველი მეკარის გუნდი „ვალენსია“ ლა ლიგის სასტარტო შეხვედრაში „ხეტაფეს“ უმასპინძლებს. პირველი ტურის მატჩი „მესტალიას“ სტადიონზე 13 აგვისტოს გაიმართება.
Futbolfantasy ორივე გუნდის შესაძლო სასტარტო შემადგენლობების ვარიანტს აქვეყნებს და პირველ ტურში „ვალენსიის“ შესაძლო განლაგებაში მეკარის პოზიციაზე გიორგი მამარდაშვილის გვარი ჩაწერა. ანალიტიკური პორტალის ცნობით, ალბათობა, რომ ქართველი კიპერი ხოსე ბორდალასის რჩეულ თერთმეტეულში მოხვდება – 70 პროცენტია.
„ვალენსიას“ „ხეტაფესთან” არაპროგნოზირებადი შემადგენლობით თამაში მოუწევს და როტაციის გარეშე“, – წერს გამოცემა.
საფეხბურთო ანალიტიკური პორტალი ბოლო ცნობებს აქვეყნებს „ვალენსიას“ მეკარეებზე – გუნდის პირველ მეკარე იასპერ სილესენს ტრავმა აქვს, ხოლო მეორე მეკარე ხაუმე დომენეკი მუხლში კვლავაც დისკომფორტს გრძნობს.