ლა ლიგას სიმბოლურ ნაკრებში ბენზემა და „ბარსელონას“ ოთხი ფეხბურთელია
ავტორიტეტულმა გამოცემა „მარკამ“ გამოაქვეყნა „ლა ლიგის“ 2018-19 წლების სიმბოლური ნაკრები. ის შედგენილია გულშემატკივართა გამოკითხვის საფუძველზე.
სიმბოლურში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა აქვს ქვეყნის ჩემპიონ „ბარსელონას“ – ოთხი ფეხბურთელი და მათ შორისაა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ლიონელ მესი. ის ხმის მიცემის აბსოლუტური ლიდერი გახდა – არგენტინელს გამოკითხულთა 77 პროცენტმა მისცა ხმა. მადრიდის „რეალი“ მხოლოდ ერთი ფეხბურთელით არის წარმოდგენილი – ქარიმ ბენზემა.
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 70 ათასმა ადამიანმა.
სრულად ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები ასეთია:
მეკარე – იან ობლაკი (ატლეტიკო, 49%);
მცველები – დაკონამ ჯენე (ხეტაფე, 11%), ჟერარ პიკე (ბარსელონა, 62%), ჟორდი ალბა (ბარსელონა, 8%);
ნახევარმცველები – პაბლო სარაბია (სევილია, 13%), დანიელ პარეხო (ვალენსია, 24%), როდრი (ატლეტიკო, 18%), ივან რაკიტიჩი (ბარსელონა, 17%);
ფორარდები – იაგო ასპასი (სელტა, 8%), ქარიმ ბენზემა (რეალი, 9%), ლიონელ მესი (ბარსელონა, 77%).