ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ გამოკითხვა ჩაატარა ლა ლიგას საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენად.
გამოკითხვაში გაიმარჯვა „რეალის“ ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ, რომელმაც ხმების 37 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე აღმოჩნდა „ბარსელონას” კაპიტანი ლიონელ მესი – 31 პროცენტი. სამეული შეავსო „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა (14%).
გამარჯვებულები სხვა კატეგორიებში:
საუკეთესო გაფორმება – ლუკას ოკამპოსი (სევილია)
ყველაზე ცუდი გაფორმება – ლუკა იოვიჩი (რეალი)
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (U21) – მარტინ ედეგორი (სოსიედადი)
საუკეთესო ესპანელი ფეხბურთელი – სერხიო რამოსი (რეალი)
საუკეთესო მწვრთნელი – ზინედინ ზიდანი (რეალი)
სასიამოვნო სიურპრიზი – გრანადა
ყველაზე დიდი იმედგაცრუება – ვალენსია
საუკეთესო მეკარე – ტიბო კურტუა (რეალი)
საუკეთესო მცველი – სერხიო რამოსი (რეალი)
საუკეთესო ნახევარმცველი – კაზემირო (რეალი)
საუკეთესო თავდამსხმელი – ქარიმ ბენზემა (რეალი)