„ლა ლიგას“ პრეზიდენტმა ესპანურ გუნდებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ ვარჯიშებს
„ლა ლიგას“ პრეზიდენტმა ესპანურ გუნდებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ ვარჯიშებს

ესპანური „ლა ლიგას“ პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ვიდეოკონფერენცია გამართა პრიმერას გუნდებთან, რათა შემუშავდეს მოქმედების გეგმა სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის. ამის შესახებ დაწერა გაზეთმა „მარკამ“.

ტებასმა სთხოვა გუნდებს, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ ვარჯიშებს, რათა უკეთ მოემზადონ ჩემპიონატის განახლებისთვის. მანვე დაარწმუნა ყველა, რომ გუნდების უსაფრთხოება დაცული იქნება, სეზონი კი არ განახლდება, სანამ ესპანეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ლა ლიგას ყველაზე ოპტიმისტური გეგმაა – ტურნირის განახლება 23 აპრილს. მაგრამ, ასევე განიხილება მაისის დასაწყისი, რაც უფრო რეალურ თარიღად მოჩანს.

დღეისათვის, ესპანეთში კორონავირუსით 18 ათასი ინფიცირებულია, 833 ადამიანი გარდაიცვალა.