ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა კომენტარი გაუკეთა სამსაჯო სკანდალს ესპანურ ფეხბურთში.
ყველაფერი დაიწყო ლა ლიგის მატჩში „ესპანიოლთან“ წაგების შემდეგ „რეალის“ წერილით ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მისამართით. მადრიდული კლუბი ერთ-ერთ ეპიზოდში მსაჯების აუდიოჩანაწერის მიღებას და იმ არბიტრების განთავისუფლებას ითხოვდა, რომლებიც ეჭვმიტანილნი აღმოჩდნენ.
ამის ფონზე ლა ლიგის კლუბებმა მოითხოვეს სანქციები „რეალის“ წინააღმდეგ. მათ მიაჩნიათ, რომ „სამეფო კლუბის“ მხრიდან ეს იყო „ზეწოლის აქტი“.
„რეალს“ სურს, ავნოს კონკურენციას. მან შეთხზა ისტორია მსხვერპლზე, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს და რომელიც ცუდ ანალიზს უკეთებს „ნეგრეირას საქმეს“, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს.
„ნეგრეირას საქმეში“ დამტკიცდა, რომ მას შეეძლო, გავლენა ჰქონოდა კლასში აღზევებასა თუ დაქვეითებაზე, მაგრამ არ დამტკიცებულა გადახდები კლუბის რომელიმე წევრისთვის. მათ შექმნეს ისტორია მსხვერპლშეწირვაზე, რომელიც გაბუქებული და უადგილოა. ჩემი აზრით, მათი მიზანია, ზიანი მიაყენონ კონკურენციას… მათ გონება აქვთ არეული.
აუცილებლად შევიტანთ სარჩელს, როგორც ეს გავეკეთეთ „რეალის“ ტელევიზიის შემთხვევაში. გავაანალიზებთ ამ საკითხს იურიდიულ დონეზე. მათი ინფორმაციები შეიცავს ტყუილს ან ნახევარსიმართლეს, რომლითაც მათ სურთ ზემოქმედება იქონიონ ზოგიერთ საკითხზე, რაზეც ეს დაუშვებელია. ამიტომაც მე ისევ დაჟინებით ვაცხადებ, რომ ისინი ჭკუიდან შეიშალნენ“, – განაცხადა ტებასმა.