ლიონელ მესის წასვლას არ უმოქმედია ესპანეთის ჩემპიონატის ფინანსურ მდგომარეობაზე, – მიაჩნია ლა ლიგას პრეზიდენტს ხავიერ ტებასს. გასული წლის ზაფხულში არგენტინელი „ბარსელონადან“ „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა.
„იმოქმედა თუ არა მესის წასვლამ ეკონომიკურად ლა ლიგაზე? არა. ნული პრობლემა. ერთი-ორი ცალკეული ვარსკვლავის წასვლას, როგორც ეს კრიშტიანო რონალდოს შემთხვევაში მოხდა, გავლენა არ აქვს.
შეხედეთ, სერია A სულაც არ მომძლავრებულა იქ რონალდოს მისვლით. სულ ახლახანს გავაფორმეთ რვაწლიანი კონტრაქტი ESPN-თან. როგორ ფიქრობთ, მათ იციან ვინ ითამაშებს ლა ლიგაში რვა წლის შემდეგ? ეს არავინ იცის. მაგრამ მათ იციან, რომ ჩვენი ლიგა ეკონომიკურად გადამხდელუნარიანია და კარგი მოთამაშეები აქ ყოველთვის იქნებიან“, – განაცხადა ტებასმა.