ლა ლიგას პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა გამოთქვა საკუთარი აზრი ბრაზილიელი ნეიმარის ესპანეთის ჩემპიონატში შესაძლო დაბრუნების თაობაზე.
„ნეიმარი – მესამე საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში. ის მნიშვნელოვანია ლა ლიგისთვის, თუმცა, არ შეიძლება იმის თქმა, რომ განსაკუთრებულად გამორჩეული ფეხბურთელია ჩვენი ჩემპიონატისთვის.
ნეიმარი ჩვენს ბრენდს მომხიბვლელს ხდის იმ ქვეყნებში, სადაც ის პოპულარულია. მაგრამ არ შეიძლება იმის თქმა, რომ ის ლიგის მთავარი ნაწილია. კრიშტიანუ რონალდუც არ იყო ასეთი მნიშვნელოვანი. ლიონელ მესია – ლიგის სახე და მემკვიდრეობა“, – მოჰყავს ტებასის სიტყვები „მარკას“.