ლა ლიგას პრეზიდენტი - მბაპეს თაობაზე უეფა-ში ვიჩივლებთ #1TVSPORT|
ლა ლიგას პრეზიდენტი - მბაპეს თაობაზე უეფა-ში ვიჩივლებთ #1TVSPORT|

ლა ლიგას პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა განაცხადა, რომ სარჩელის შეტანას აპირებს უეფა-ში „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ. ამის მიზეზია ფორვარდ კილიან მბაპეს ახალი კონტრაქტი პარიზელებთან.

„დღეს ან ხვალ სარჩელს შევიტანთ უეფა-ში მბაპესთან დაკავშირებით. ჩვენ საშუალებას არ მივცემთ კლუბს დაარღვიოს ევროპული ფეხბურთის ეკონომიკური სისტემა. და ეს ხუმრობა არ არის“, – განუცხადა ტებასმა Europa Press-ს.

ელოდნენ, რომ ამ ზაფხულს მბაპე თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდოდა „რეალში“, მაგრამ ფრანგმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა „პარი სენ-ჟერმენთან“. ჭორების მიხედვით, ხელშეკრულების გაგრძელების სანაცვლოდ მბაპემ ბონუსის სახით 300 მილიონი ევრო მიიღო.