ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა აღნიშნა, რომ „ბარსელონა“ არასოდეს ყოფილა დაკავებული მსაჯების მოსყიდვით, რაშიც მას „ნეგრეირას საქმის“ თანახმად ადანაშაულებენ.
„ჩვენ სამართლებლივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და წესები ისეთია, როგორიც არის. არა „რეალი“, არამედ ლა ლიგა იყო პირველი, რომელმაც პროკურატურას მიმართა „ნეგრეირას საქმესთან“ დაკავშირებით. ვაგრძელებთ კანონის გზით სვლას. სპორტის შესახებ კანონში არის პუნქტი, რომ არსებობს საქმის სიძველის სამწლიანი ვადა. მე გამოვდიოდი წინადადებით, რომ ასეთი დანაშაულებებისთვის ეს ვადა უფრო მეტი ყოფილიყო. მაგრამ ასევე ცხადია, რომ „ბარსელონა“ ფულს არ უხდიდა მსაჯებს, ყოველ შემთხვევაში, ეს ისტორია სწორედ ასე გამოიყურება“, – მოჰყავს ტებასის სიტყვები გამოცემა Sport.es-ს.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს „ბარსელონას“ ბრალი წაუყენეს მექრთამეობაში. კატალონური კლუბი თანხას უხდიდა მსაჯების ტექნიკური კომიტეტის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ხოსე მარია ნეგრეირას, რომელიც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობდა. „ბარსელონამ“ 2001-18 წლებში, ჯამში, ნეგრეირას 8.4 მილიონი ევრო გადაურიცხა.
„ბარსელონას“ ვერსიით, ნეგრეირა დაქირავებული იყო გარე კონსულტანტად მსაჯობის შესახებ ტექნიკური ანგარიშების მოსამზადებლად. თავად ნეგრეირა უარყოფს, რომ ის მოისყიდეს მსაჯებზე გავლენის მოსახდენად.