ლა ლიგას კლუბების კაპიტანთა უმრავლესობა ხელფასების შემცირების საწინააღმდეგოდ წავიდა
ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტმა დავიდ აგანსომ ლა ლიგასა და სეგუნდას კლუბების კაპიტნებთან ვიდეოკავშირის მეშვეობით განიხილა ხელფასების შემცირების შესაძლებლობა.
წყაროს ცნობით, მან ფეხბურთელებს აუხსნა კორონავირუსის ფონზე ესპანურ ფეხბურთში ეკონომიკური სიტუაცია.
იტყობინებიან, რომ კაპიტნების უმრავლესობამ უარი განაცხადა ხელფასების კორექტირების პოლიტიკაზე. მათ ურჩევნიათ დაინახონ რეალური ეკონომიური შედეგები გადაწყვეტილების მიღების წინ.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთის კანონმდებლობა საშუალებას იძლევა – შეუმცრიდეთ თანამშრომლებს ხელფასების 70 პროცენტი, თუ ბიზნესი კარგავს მოგების მიღების შესაძლებლობას.
უფრო ადრე, „ბარსელონამ“ გამოაცხადა ფეხბურთელებისთვისა და კლუბის თანამშრომლებისთვის ხელფასების შემცირების შესახებ, თუმცა, გუნდის ბევრი მოთამაშე უკმაყოფილო დარჩა ამგვარი გადაწყვეტილებით.