ლა ლიგამ ბარსელონა-ატლეტიკოს მაიამიში ჩატარებაზე განაცხადი შეიტანა #1TVSPORT
ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩი „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ შორის, რომელიც 22 დეკემბერს არის დაგეგმილი, შესაძლოა, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართოს.
როგორც გამოცემა Mundo Deportivo იტყობინება, ლა ლიგამ ოფიციალური განაცხადი შეიტანა ესპანეთის ფეხბურთის სამეფო ფედერაციაში მატჩის საზღვარგარეთ ჩატარების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ფედერაცია თანახმა იქნება, განაცხადი გადაიგზავნება უეფა-ში, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს თამაშის ჩატარების შესახებ.
იტყობინებიან, რომ ლა ლიგას სურს, მატჩი მაიამიში, „ჰარდ როკ სტედიუმზე“ გაიმართოს და ორივე კლუბი მხარს უჭერს ამ იდეას.