მამარდაშვილი ისევ მატჩის გმირია - ლა ლიგა გვაფრთხილებს, ქართველის კარში შესვლა აკრძალულია #1TVSPORT
მამარდაშვილი ისევ მატჩის გმირია - ლა ლიგა გვაფრთხილებს, ქართველის კარში შესვლა აკრძალულია #1TVSPORT

ლა ლიგის ოფიციალური გვერდი სახალისო შეფასებით გამოეხმაურა გიორგი მამარდაშვილის მორიგ კარგ შეხვედრას.

ესპანეთის ჩემპიონატის 35-ე ტურში ქართველი მეკარის წყალობით, „ვალენსიამ“ ბილბაოში „ატლეტიკთან“ ქულა მოიპოვა 0:0, გიორგიმ კი გუნდი სამჯერ აშკარა გოლისგან იხსნა.

„შესვლა აკრძალულია“ – ამას ნიშნავს საგზაო ნიშანი, რომელიც ლა ლიგამ „ტვიტერის“ გვერდზე საქართველოს ნაკრების მეკარის გვერდით განათავსა და ამით ცხადია ბასკურ გუნდთან დაპირისპირებაში მამარდაშვილის საიმედო თამაშს და მის როლს გაუსვა ხაზი.

აღსანიშნავია, რომ მატჩის დასრულების შემდეგ ტელეკომპანია „დანზ გრუპმა“, რომელიც ლა ლიგის მედია-პარტნიორია, მესამედ დაასახელა გიორგი მამარდაშვილი „მატჩის მეფედ“. სულ გიორგიმ მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 16 მატჩი ჩაატარა, მათგან 8-ჯერ კარი მშრალად შეინახა და, ფაქტობრივად, ყოველ მეხუთე მატჩში შეხვედრის გმირი ხდება.