ლიდერთაგან ესპანეთში მადრიდის “ატლეტიკო” თამაშობდა, რომელიც თითქმის არ უტოვებს მეორე ადგილისთვის ბრძოლის შანსს თანაქალაქელ “რეალს”.
ევროპის ლიგაზე მოსკოვის “ლოკომოტივის” 3:0 განადგურების შემდეგ, დიეგო სიმეონეს გუნდმა ასეთივე ანგარიშით მოუგო “სელტას”. სამიდან ერთი გოლი მადრიდელთა რიგებში ანტუან გრიზმანმა გაიტანა. ფრანგს იანვრამდე 20 მატჩში მხოლოდ 7 გოლი ჰქონდა, 2018 წელს კი მისთვის შესაფერისი რეჟიმი ჩართო და 16 მატჩში 14 გოლი დაუმატა.
გრიზმანმა პირველი ტაიმის მიწურულს გამოიჩინა თავი, მეორე ტაიმში კი ვიტოლომ და კორეამ კიდევ ორი გოლი გაიტანეს.
“ატლეტიკო” რვა ქულით ჩამორჩება “ბარსელონას” და შვიდი ქულით უსწრებს “რეალს”.