კვლევა - მესი ლა ლიგას ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია, კრიშტიანო ტოპ10-ში ვერ მოხვდა
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის კვლევითმა ცენტრმა (CIHEFE) ესპანეთის საფეხბურთო ლიგის საუკეთესო მოთამაშეების გამოკვლევა ჩაატარა. საერთო ჯამში, ყურადღება შეაჩერეს 9724 ფეხბურთელზე, რომლებიც ესპანეთში 1928 წლიდან თამაშობდნენ.
ესპანეთის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი, რომელმაც 695 ქულა მიიღო.
მას მოყვება „სპორტინგისა“ და „ბარსელონას“ ყოფილი მოთამაშე ენრიკე კასტრო 566 ქულით, მესამეზეა სეზარი, რომელმაც 13 სეზონი ითამაშა “ბარსელონაში“ – 557 ქულა.
შემდეგ რეიტინგში მოდიან: ტელმო სარა (532), რაულ გონსალესი (528), ხუან არსა (510), კარლოს ალონსო (489), ალფრედო დი სტეფანო (481), გილერმო გოროსტისა (473), მანუელ ფერნანდეს „პახინიო“ (471) და ფრანსისკო ჰენტო (467).
მადრიდის „რეალის“ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო რეიტინგში მე-12 ადგილზე აღმოჩნდა 457 ქულით.