გიორგი ჩაკვეტაძე ისევ ტრავმირებულია. საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ ფეხბურთელის შესახებ ეს სამწუხარო ინფორმაციაა მისმა მენეჯერმა, გოგა გახოკიძემ დაადასტურა.
სამწუხაროდ, ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ტრავმებმა ისე შეაწუხა, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ინფორმაცია მის თამაშებზე მეტად მკურალობაზე უფრო ვრცელდება. ამჯერად, 21 წლის ფეხბურთელს ბარძაყის კუნთი გაუწყდა და დაახლოებით თვე ან თვენახევარი გაუცდება.
2019 წლიდან მოყოლებული ჩაკვეტაძეს ნორმალურად თამაშის საშუალება არ მისცემია. ტრავმების გამო რამდენიმეჯერ ისევ მკურნალობის თავიდან დაწყება მოუხდა, სულ კი 2019 წლიდან მხოლოდ 15 მატჩი ჩაატარა. ბოლოს ამხანაგური მატჩი „გენტის“ ფორმით 22 მარტს „ანდერლეხტთან“ გამართა და გუნდში დაიმედებულები იყვნენ, რომ გიორგი მალე მოედანს დაუბრუნდებოდა.
სამწუხაროდ, ეს იმედები ჯერ არ გამართლდა, გიორგიმ კუნთი გაიწყვიტა. ბელგიური გუნდი ქართველ ტალანტს უკვე მეორე წელია ნორმალურად ვერ მკურნალობს და ძნელი სათქმელია, როდის დაუბრუნდება მოედანს გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც საქართველოს ნაკრებს ძალიან სჭირდება.