კვირკველიას წარმატებული სტარტი - „კოლხეთმა“ გასვლაზე „ვიტ ჯორჯია“ დაამარცხა #1TVSPORT
კვირკველიას წარმატებული სტარტი - „კოლხეთმა“ გასვლაზე „ვიტ ჯორჯია“ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში პირველი ტურის თამაშები გაიმართა. მასპინძლებმა ერთი თამაში ვერ მოიგეს – ხუთიდან სამი დაპირისპირება სტუმრებმა მოიგეს, ორი კი ფრედ დასრულდა.

ტური 1

მერანი მრ – კოლხეთი ხობი 0:0


ვიტ ჯორჯია – კოლხეთი 1913 0:2

გოლი: 0:1 ახალაძე (56), 0:2 ოლხოვი (73)


ლოკომოტივი – სიონი 1:2

გოლები: 0:1 ჯელაძე (9), 1:1 მენთეშაშვილი (39), 1:2 უგრეხელიძე (89)


გარეჯი – მერანი თბ 0:0

სპაერი – დინამო-2 თბ 0:1

გოლი: 0:1 მორჩილაძე (48)


ეროვნული ლიგა 2-ის სასტარტო შეხვედრებიდან ყურადღებას ლიგაში დაბრუნებული ფოთის „კოლხეთი 1913“ იქცევდა, რომელსაც დავით კვირკველია წვრთნის. ახლო წარსულში საქართველოს ნაკრების მოთამაშემ, რომელიც ფოთელთა მთავარი მწვრთნელია, სამწვრთნელო კარიერა წარმატებით დაიწყო. „კოლხეთი 1913“-მა შესანიშნავად ითამაშა და სტუმრად თბილისში „ვიტ ჯორჯია“ ახალაძის და ოლხოვის გოლებით 2:0 დაამარცხა.