საბა კვირკველია ბოლნისის „სიონთან“ ერთად ვარჯიშობს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ „ჯვაროსნების“ მცველი საქართველოში დაბრუნდა, საუდის არაბეთის კლუბ „ალ აჰდუდთან“ კი კონტრაქტი დაუსრულდა და გერმანული საფეხბურთო ინტერნეტპორტალის, Transfermarkt-ის ცნობით, ამჯერად უგუნდოდ არის დარჩენილი.
საბა კვირკველია დიდი ხნის განმავლობაში ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელი იყო (2019-2020 წლებში), როდესაც მისი სატრანსფერო ფასი 10 მილიონ ევროს შეადგენდა
კვირკველია ევროპის ჩემპიონატზე „ჯვაროსნების“ შემადგენლობაში იმყოფებოდა, მაგრამ ავადმყოფობდა, ბოლომდე ვერ მომჯობინდა და ტურნირზე ყველა შეხვედრა ვერ ჩაატარა.