კვირკველიამ აზერბაიჯანში პირველად გაიტანა - მოედანზე ხუთი ქართველი გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
საბა კვირკველიამ ბაქოს „ნეფთჩიში“ აზერბაიჯანის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა – საქართველოს ნაკრების მცველმა თავი აზერბაიჯანის ჩემპიონატის მეორე ტურში გამოიჩინა.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-2 ტურში ბაქოს „ნეფთჩმა“ შინ „კიაპაზს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა. საბა კვირკველია „ნეფთჩის“ ძირითად ემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, მე-11 წუთზე კი ანგარიში კუთხურის გათამაშების შემდეგ გახსნა.
„ბაქსელ არენაზე“ გამართულ შეხვედრაში მოედანზე კიდევ 4 ქართველი გავიდა. „ნეფთჩის” სათადარიგოებს შორის იყო ვატო არველაძე და 76-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. „კიაპაზის“ ძირითად შემადგენლობაში კი ერთდროულად სამი ჩვენებური გამოჩნდა – მათე კვირკვია, გიორგი ქანთარია და მიხაილ ერგემლიძე (46-ე წუთზე შეცვალეს).
საბოლოოდ, „ნეფთჩიმ“ 5:2 გაიმარჯვა, 6 ქულა დააგროვა და 2 ტურის შემდეგ კიდევ 4 გუნდთან ერთად დაწინაურდა, ხოლო „კიაპაზი“ უქულოდ ბოლო პოზიციაზეა.