საბა კვირკველია საუდის არაბეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში დაშავდა და მოედანი ნაადრევად დატოვა.
„ალ ახდუდის“ ქართველმა მცველმა 33-ე ტურის შეხვედრა „ალ-ვეჰდასთან“ (რომელიც 1:1 დასრულა) ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ მე-17 წუთზე შეცვალეს. მიზეზად ტრავმა დასახელდა.
რამდენად სერიოზულია ქართველი მცველის ტრავმა, ამის შესახებ „ალ ახდუდის“ ოფიციალური ვებგვერდი არაფერს იუწყება, მაგრამ საბა კვირკველიას შეცვლა იმასაც არ ნიშნავს, რომ მძიმე დაზიანება მიიღო.
შეგახსენებთ, რომ საბა კვირკველია ვილი სანიოლმა ევრო 2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების 26-კაციან შემადგენლობაში დაასახელა. 32 წლის ფეხბურთელი ეროვნულ გუნდში 2014 წლიდან თამაშობს და ნაკრების ფორმით 46 მატჩი ჩაატარა.