კვირკველია კიდევ ერთ სიმბოლურ ნაკრებშია
კვირკველია კიდევ ერთ სიმბოლურ ნაკრებშია

“სპორტ-ექსპრესის“ შემდეგ საბა კვირკველია რუსული პრემიერლიგის წლის სიმბოლურ ნაკრებში არანაკლებ პოპულარულმა გამოცემამ, “სპორტს.რუ”-მ დაასახელა.

“სპორტს.რუ”-მ წლის 11 საუკეთესო ფეხბურთელს შორის ქართველის დასახელება შემდეგნაირად დაასაბუთა.

“მოსკოვის “ლოკომოტივმა”, “ზენიტთან” ერთად, სეზონში ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვა. ამის ერთ-ერთი მიზეზი საბა კვირკველიაა, რომელმაც დაბლოკილი დარტყმების რაოდენობით (32) პრემიერლიგაში მეორე ადგილზეა. ის საჰაერო ორთაბრძოლების მოგებებით – მერვეა, მაგრამ მათი მოგებების პროცენტული მაჩვენებელით პირველობას არავსი უთმობს – 78 %. ქართველი თავდამსხმელებსაც დაეხმარა: კვირკველიას ანგარიშზეა გოლები, რომლითაც “რკინიგზელებმა” ტულის “არსენალთან” გაიმარჯვეს, ხოლო ყაზანის “რუბინთან” 93-ე წუთზე ქულა გადაარჩინეს” – წერს გამოცემა.