ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა.
აღმოსავლეთ კონფერენციაში „ინდიანას“ ფორვარდი, ბოიან ბოგდანოვიჩი გამოარჩიეს. „პეისერსმა“ გასულ კვირას ოთხიდან ოთხი გამარჯვება მოიპოვა. ამ მატჩებში ხორვატი საშუალოდ 22.5 ქულას, 2.5 მოხსნასა და 3.0 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. ამ მომენტისთვის, „ინდიანა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.
დასავლეთში საუკეთესოდ „ოკლაჰომას“ ფორვარდი, პოლ ჯორჯი დაასახელეს. სამ მოგებულ მატჩში მისმა საშუალო მაჩვენებელმა 37.0 ქულა, 8.0 მოხსნა და 3.3 შედეგიანი გადაცემა შეადგინა. „თანდერი“ დასავლეთის ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება.