კვირას სალაჰი ბოლოჯერ ითამაშებს „ლივერპულში“ და „ალ-იტიჰადში“ გადავა #1TVSPORT
კვირას სალაჰი ბოლოჯერ ითამაშებს „ლივერპულში“ და „ალ-იტიჰადში“ გადავა #1TVSPORT

„ნიუკასლის“ წინააღმდეგ შეხვედრა ბოლო იქნება მოჰამედ სალაჰისთვის „ლივერპულის“ შემადგენლობაში.

როგორც გამოცემა KSA Sport-ი ამტკიცებს, 27 აგვისტოს გასამართი შეხვედრის შემდეგ ეგვიპტელი ფორვარდი დუბაიში გაემგზავრება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის „ალ-იტიჰადში“ ტრანსფერის წინ.

იტყობინებოდნენ, რომ სალაჰმა აცნობა „ლივერპულს“ საუდის არაბეთის კლუბში გადასვლის სურვილზე. მერსისაიდულმა კლუბმა ამ ტრანსფერით შეიძლება 100 მილიონ ევროზე მეტი გამოიმუშავოს.