კვიპროსის სუპერლიგაში გიორგი ლორიას „არადიპუმ“ მათე კვირკვიას „კარმიოტისა“ მიიღო და ქულას დასჯერდა – 1:1. საქართველოს ნაკრების ვეტერანმა მეკარემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო კვირკვია თამაშში 73-ე წუთიდან ჩაერთო.
უფრო სახალისო და უხვგოლიანი თამაში გამოდგა კვიპროსის II დივიზიონში ირაკლი მაისურაძის და ნიკა კაჭარავას „სპარტაკოსის“ საშინაო დაპირისპირება „ახირონასთან“, რომელშიც 9 გოლი გავიდა და სტუმართა გამარჯვებით დასრულდა – 4:5.
კვიპროსის ჩემპიონატის მეხუთე ტურის დარჩენილი მატჩები 29 სექტემბერს გაიმართება. „ომონია 29 მაისი“ ლაშა დვალის აპოელ-ს უმასპინძლებს, ხოლო „პაფოსი“ გიორგი ქვილითაიას „არისს“ მიიღებს.