კვიპროსული მედია - ქვილითაია იყო „აპოელის“ ვარსკვლავი, რადგან გუნდს ქულა მოუტანა #1TVSPORT
გიორგი ქვილითაია კვიპროსულმა გამოცემებმა „აპოლონი“-„აპოელის“ მატჩის გმირად დაასახელეს. ქართველმა თავდამსხმელმა წელი 90+6-ე წუთზე გატანილი მნიშვნელოვანი გოლით აღნიშნა და გასვლით შეხვედრაში „აპოელს“ ქულა მოუტანა.
Goal.com.cy – ქვილითაიამ „აპოლონს“ ქულა გამოგლიჯა
„ეს იყო დერბი, რომელმაც ყველას გული მოიგო. „აპოლონს“ 90+6-ე წუთამდე მნიშვნელოვანი სამი ქულა ხელში „ეჭირა“, მაგრამ სტუმრებმა ზეწოლა გააძლიერეს, რამაც საბოლოოდ, 90+6-ე წუთზე შედეგი გამოიღო, ქვილითაიამ გაიტანა და მეტოქეს ქულა გამოგლიჯა“.
Sigmalive – ქვილითაიამ ამოხეთქა
„გიორგი ქვილითაია იყო „აპოელის“ ვარსკვლავი, რადგან სწორედ მან გაიტანა მატჩის ბოლოს გადამწყვეტი გოლი და ნოქოზიას გუნდს „აპოლონთან“ ქულა მოუტანა“.
Philenews – ბოლო სიტყვა ქვილითაიამ თქვა
„აპოლონმა“ გამარჯვება ვერ შეინარჩუნა „აპოელთან“ პრინციპულ დაპირისპირებაში. კოლოსის „ალფამეგას“ სტადიონზე, მე-17 ტურის შეხვედრა შთამბეჭდავი გამოდგა და 2:2 დასრულდა. „აპოლონისთვის“ მატჩი შოკისმომგვრელი ფინალით დასრულდა. მთავარ როლში იყო ქვილითაია, რომელმაც 90+6-ე წუთზე თავური დარტყმით „აპოელი“ გადაარჩინა და თამაშში ბოლო სიტყვა თქვა“.