კვიპროსული გამოცემის ინფორმაციით, ოქრიაშვილის გარდა, ქეცბაია კიდევ ორ ქართველს შეუთანხმდა
კვიპროსული გამოცემის ინფორმაციით, ოქრიაშვილის გარდა, ქეცბაია კიდევ ორ ქართველს შეუთანხმდა

„მიმდინარე სეზონის დასრულებასთან ერთად “ანორთოსისს” თემურ ქეცბაია ჩაიბარებს. ქართველმა კი არა მარტო სატრანსფერო მიზნები განსაზღვრა, არამედ უკვე შეუთანხმა თორნიკე ოქრიაშვილს (ნახევარმცველს) და გიორგი ნავალოვსკის (მარცხენა მცველი), რომელიც მალე კვიპროსში “ანორთოსთან” კონტრაქტის გასაფორმებლად ჩამოვა“, – წერს კვიპროსული გამოცემა goal.com.cy

კვიპროსული გამოცემა ამტკიცებს, რომ ოქრიაშვილისა და ნავალოვსკის გარდა, ქეცბაიამ სიტყვიერ შეთანხმებას გიორგი ლორიასთანაც მიაღწია: „საქართველოს ნაკრების მთავარი მეკარე ახლა მაგდებურგში თამაშობს. მაგრამ მის კონტრაქტში არის პუნქტი – რომლორია თავისუფალი აგენტი გახდება, თუ მისი გუნდი მეორე ბუნდესლიგიდან გავარდება და ეს ფამაგუსტას გუნდისკამ გზას გაუხსნის“.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიას ყოფილი გუნდის გაწვრთნა მარტში შესთავაზეს, მაგრამ “ანორთოსისს” სეზონის შემდეგ, მაისიდან ჩაიბარებს.