კვიპროსული გამოცემა ქვილითაიაზე წერს - ქართველს „აპოელის“ საჩემპიონო ბრძოლაში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია #1TVSPORT
გიორგი ქვილითაიაზე კვიპროსული გამოცემა Philenews-ში წერილი გამოქვეყნდა, რომლის ავტორიც ამტკიცებს, რომ ქართველ თავდამსხმელს „აპოელის“ საჩემპიონო ბრძოლაში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია.
„კვიპროსის ჩემპიონატის პირველ სეზონში გიორგი ქვილითაიამ „ანორთოსისში“ ჩატარებულ 31 მატჩში 14 გოლი გაიტანა. შარშან „აპოელში“ თამაშისას ბომბარდირმა 23 მატჩში 10 გოლი მიითვალა. ქართველის ტრავმა საჩემპიონო მარათონის კრიტიკულ ეტაპზე იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, „აპოელმა“ ტიტული რომ ვერ მოიპოვა. წელს თავდამსხმელმა ლიგის 23 მატჩში 6 გოლი გაიტანა, თასზე კი – 3, რაშიც 29 წლის ფეხბურთელის გაკრიტიკება არ შეიძლება, ეს მონდომებაა.
გიორგიმ ორი გოლი იანვარში თასზე „არისთან“ გაიტანა (4:2), ახლა კი დუბლი კონკურენტ აეკ-თან დერბიშიც შეასრულა. ამან „აპოელის“ გულშემატკივრები დააიმედა და ქვილითაიას მიმართ უფრო დიდი მოლოდინი გააჩინა. ნიქოზიაში კარგად იციან, რომ თუ გამოცდილი თავდამსხმელი კარგ თამაშს გააგრძელებს და ლიგის ბოლო მატჩში გოლების ორნიშნა ზღვარს გადალახავს, „აპოელის“ ჩემპიონობის შანსი ავტომატურად გაიზრდება“, – ამას ქვილითაიაზე გამოცემა Philenews-ი წერს.
„აპოელი“ კვიპროსის პირველი დივიზიონის საჩემპიონო ჯგუფში ქართული სამეულის გუნდს, „აპოლონს“ 30-ე ტურში საკუთარ სტადიონზე მიიღებს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.