კვიპროსული გამოცემა - ქვილითაიას შეუძლია, გუნდს ტიტულის მოპოვებაში დაეხმაროს #1TVSPORT
კვიპროსის I დივიზიონის საჩემპიონო ჯგუფში ლიდერების დაპირისპირება გაიმართა, რომელშიც ქართველების „აპოელი“ „არისს“ ესტუმრა და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 0:0.
„აპოელი“ საჩემპიონო ჯგუფში მოხვედრამდე ლიდერობდა, მაგრამ ფინალურ ჯგუფში თამაშს ვერ იგებს და ამჯერადაც ლიდერთან გასვლაზე მისი მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა. ლაშა დვალმა „აპოელში“ შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ქვილითაია 87-ე წუთზე შეცვალეს, მურთაზ დაუშვილი კი სათადარიგოებში დარჩა. ბოლო ტურის შემდეგ „არისი“ (64) ისევ პირველ ადგილზეა, ქართველების „აპოელი“ (63) კი მას ქულით ჩამორჩება.
მიუხედავად იმისა, რომ ქვილითაიამ მოედანი უგოლოდ დატოვა, კვიპროსულმა მედიამ მაინც ქართველი კაპიტანი გამოარჩია.
„გიორგი ქვილითაიამ, მიუხედავად მცდელობისა, „არისთან“ ვერ გაიტანა, მაგრამ „აპოელისთვის“ ყველაფერს აკეთებს და მოედანზე ახალ შესაძლებლობებს ეძებს. ქართველი თავდამსხმელი, რომელმაც ჩემპიონობა თბილისის „დინამოსთან“ და უნგრულ „დიორთან“ მოიპოვა, ნიქოზიის „აპოელში“ მესამე ტიტულისთვის იბრძვის და სურს, რომ ამ წარმატებაში დიდი როლი ითამაშოს. მას სთხოვენ მეტ გოლს და ასე შემთხვევაში კარიერულ რეკორდს დაამყარებს.
ამ დროისთვის ქვილითაიას საუკეთესო შედეგია 41 მატჩში 30 გოლი და 5 საგოლე გადაცემა (დინამო თბილისში). „აპოელში“ ამ შედეგის გაუმჯობესება შეუძლია. ნიქოზიას კლუბში ჩატარებულ 54 მატჩში 22 გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა. იმის გათვალისწინებით, რომ კონტრაქტი 2024 წლის მაისამდე აქვს, ქვილითაიას შეუძლია 30 გოლის გატანა. გიორგის სურს რამდენიმე მიმდინარე სეზონში გაიტანოს, რათა გუნდს ნანატრი ტიტულის მოპოვებაში დაეხმაროს“, – წერს SPORT-FM.