კვიპროსული გამოცემა - ქართველების დამატებით „აპოელმა“ ბევრი საკითხი გადაჭრა #1TVSPORT
კვიპროსული გამოცემა „სიმალაივი“ გიორგი ქვილითაიასა და თორნიკე ოქრიაშვილის ნიქოზიას „აპოელში“ გადასვლას გამოეხმაურა. გამოცემა ამტკიცებს, რომ ამ შენაძენით „აპოელმა“ გულშემატკივრებში იმედი დააბრუნა, ხოლო კონკურენტები დაასუსტა.
„გასულ სეზონში „აპოელის“ ნაჩვენები ხარისხის გათვალისწინებით, გიორგი ქვილითაიასა და თორნიკე ოქრიაშვილის დამატებით გუნდი გაძლიერდება. იმ პოზიციებზე, სადაც ეს ორი ქართველი ასპარეზობს, გუნდში ვერავის გამოვარჩევდით. იგივე შეიძლება ითქვას მთელ გუნდზე. ახლახანს დასრულებულ სეზონში, „აპოელის“ ახალწვეულებმა „ანორთოსისის“ მაისურით ჯამში 23 გოლი გაიტანეს და სამი საგოლე პასი გააკეთეს“, – წერს „სიმალაივი“.
კვიპროსული გამოცემის ცნობით, მხოლოდ გოლები და საგოლე გადაცემები არაა ის პლუსი, რაც „ცისფერ-ყვითელმა“ გუნდმა (ფორმის ფერებდიან გამომდინარე, „აპოელის“ ზედმეტსახელია) მოიპოვა: „გუნდმა ამ შესყიდვებით შეიძინა იმედი, რომ მომავალი სეზონისთვის უკეთესი გუნდი ეყოლებათ, ბოლო ორი წლის განმავლობაში მრავალი იმედგაცრუების შემდეგ, გულშემატკივრებში ენთუზიაზმი გაჩნდა, რომ ქვილითაიასა და ოქრიაშვილის დახმარებით გუნდი უკეთეს სეზონს ჩაატარებს. ამავე დროს, სულაც არ არის უმნიშვნელო ის მოსაზრება, რომ ამ ნაბიჯებით, გუნდმა ერთი მხრივ „ანორთოსისი“ დაასუსტდა, მეორე მხრივ, „ომონიას“ კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობა არ მისცეს“.