კვიპროსული გამოცემა - ოქრიაშვილი „აპოელში“ რჩება, მაგრამ უფრო სტაბილური უნდა გახდეს #1TVSPORT
თორნიკე ოქრიაშვილზე გავრცელებული ცნობები არ გამართლდა – 29 წლის ქართველი შემტევი ნიქოზიას „აპოელში“ დარჩება, მაგრამ ახალ სეზონში თამაშის გაუმჯობესება და მეტი სტაბილურობა მოეთხოვება – ინფორმაციას კვიპროსული გამოცემა sigmalive ავრცელებს:
„დარჩენის შემდეგ შეცვლა მოუწევს
აპოელმა“ წერტილი დაუსვა საუბრებს იმ მოთამაშეების შესახებ, რომლებსაც გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს. „ლურჯ-ყვითლების“ განცხადებით, გუნდში დარჩებიან კონტრაქტის მქონე ფეხბურთელები და მათ შორის ერთ-ერთი ოქრიაშვილია.
„ანორთოსისიდან“ ხმაურიანი ტრანსფერით შეძენილს დიდ მოლოდინს უკავშირებდნენ, გუნდიც და განსაკუთრებით კი „აპოელის“ გულშემატკივრები. თუმცა ოქრიაშვილმა ვერ აჩვენა იმ კონკურენტუნარიანი ლიდერის სახე, როგორიც ფამაგუსტას გუნდში იყო.
მიუხედავად იმისა, რომ მან ითამაშა 24-ჯერ (17 ძირითადში), ოთხი თამაშით მეტი ვიდრე „ანორთოსისში“, მხოლოდ 3 გოლი გაიტანა, ექვსით ნაკლები, ვიდრე ფამაგუსტას გუნდში, რომლის მაისურითაც 9 გაიტანა.
ქართველი შემტევი ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც გუნდში ელოდნენ. რა თქმა უნდა, ქართველ ნახევარმცველზე ფსონი წელს მაინც დაიდება, მაგრამ მის ირგვლივ კლიმატი რომ შეცვალოს, უფრო კონკურენტუნარიანი და, უპირველესად, სტაბილური უნდა გახდეს“, – წერს გამოცემა.