კვიპროსული გამოცემა - ოქრიაშვილი „აპოელში“ ქინქლაძის ზარის შემდეგ მოხვდა #1TVSPORT
კვიპროსის ყველაზე ტიტულოვან კლუბში, ნიქოზიას „აპოელში“ თორნიკე ოქრიაშვილის ტრანსფერი გიორგი ქინქლაძის განხორციელებულია, – ინფორმაციას გამოცემა goal.philenews.com ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, მანამდე ქართველი ნახევარმცველი კვიპროსის ჩემპიონ „ომონიაში” გადასვლაზე იყო შეთანხმებული, მაგრამ ვითარება ბოლოს შეიცვალა.
„თორნიკე ოქრიაშვილს „ომონიასთან“ ორწლიანი კონტრაქტი გარანტირებული ჰქონდა. ტრანსფერი გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ დაუწერელი წესია – თუ ხელმოწერა არაა, მაშინ შეთანხმება არაფერია. ხუთშაბათს ნაშუადღევს გამოჩნდა, რომ რაღაც კარგად არ იყო, რადგან საქართველოს ნაკრების მოთამაშე „ომონიის“ აგენტების სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. ფეხბურთელის პოზიციის შეცვლის მიზეზი საბოლოო მოლაპარაკებების დროს მომხდარი ცვლილება გახდა“, – წერს goal.philenews.com.
გამოცემის ცნობით, გიორგი ქინქლაძე მოლაპარაკებაში მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთო და ყველაფერი სწრაფად გადაწყვიტა.
„მოლაპარაკებაში გადამწყვეტი როლი „ანორთოსისის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ამჟამად კი მოქმედმა საფეხბურთო მენეჯერმა გიორგი ქინქლაძემ ითამაშა. ოქრიაშვილმა მას უთხრა, რომ „ომონიასთან“ კონტრაქტის გაფორმება არ სურდა. ქინქლაძე თავის ყოფილ გუნდელს, „აპოელის“ მწვრთნელს, სავას პურსაიტიდისს დაუკავშირდა და რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საღამოს 21:30 საათისთვის გარიგება ოფიციალურად გააფორმა. ოქრიაშვილს „ომონიამ“ ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, „აპოელმა“ კი – სამწლიანი და წელიწადში 300 000-ს ევროზე ოდნავ მეტი ხელფასი“, – ამტკიცებს goal.philenews.com.