კვიპროსული გამოცემა Balla.com.cy ატკიცებს, რომ თორნიკე ოქრიაშვილი ნიქოზიას „აპოელს“ დატოვებს. გადაწყვეტილების მიზეზის შესახებ გამოცემა საკუთარ ვერსიას ავრცელებს:
„თორნიკე ოქრიაშვილის მომავალთან დაკავშირებით „აპოელში“ ჩვენი ინფორმაცია დადასტურებულია. ჩვენი უახლესი ინფორმაციით, გუნდში არ სურთ, რომ პრობლემური სეზონის შემდეგ დარჩეს და უკვე დაავალეს მენეჯერს, ოქრიაშვილისთვის სხვა გუნდი მოძებნონ“, – წერს გამოცემა.
მანამდე „ბალა“ წერდა, რომ ავადმყოფობის გამო ბოლო ტურში ოქრიაშვილი გუნდს „პაფოსთან“ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ვერ დაეხმარა:
„ოქრიაშვილი „პაფოსთან“ გუნდს ვერ გაჰყვა, ავადმყოფობის გამო ვერც ივარჯიშა და ვერც ავტობუსში ჩაჯდა, რის შედეგადაც სახლში დარჩა და გუნდისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვა“.
სად მიდის? ამ კითხვაზე ჯერ გამოცემას პასუხი არ აქვს:
„ცნობილია, რომ „აპოელს“ მისი დატოვება არ უნდა, მაგრამ სად წავა ოქრიაშვილი? გუნდის პოვნა მისი კონტრაქტის პირობების გათვალისწინებით ადვილი არ იქნება“.