კვიპროსული გამოცემა - დაუშვილი „აპოელის“ მწვრთნელის ხელში ახალი კოზირი გახდა #1TVSPORT
კვიპროსული რადიო Sport-fm-ის ბეჭდური ვერსია ამტკიცებს, რომ „აპოელში“ მურთაზ დაუშვილის უთმაშებლობის პერიოდი დასრულდა, რადგან გუნდის ახალი მწვრთნელი გამოცდილ ქართველ ნახევარმცველს ენდო, მან კი დაამტკიცა, რომ თამაშს იმსახურებს.
შეგახსენებთ, რომ „აპოელს“ სოფრონის აუგუსტი წვრთნიდა, რომელმაც სეზონის დასაწყისში ქართველი ორჯერ ათამაშა და ორივეჯერ – შეცვლაზე. მისმა შემცვლელმა, სერბმა სპეციალისტმა ვლადან მილოევიჩმა დაუშვილი ორჯერ ჩემპიონატში და ერთხელ თასზე ძირითად შემადგენლობაში დააყენა.
აპოელი“ შთამაგონებელი მილოევიჩი და ტუზი ხელში
„ვლადან მილოევიჩმა ნელ-ნელა ხელი შეუწყო „აპოელში“ არსებული პოტენციალის გამოვლენას. რაც მთავარია, მან შეძლო ფეხბურთელების შთაგონება.. ერთი მათგანი მურთაზ დაუშვილია.
ქართველი ნახევარმცველი არ არის ის ფეხბურთელი, რომელიც მაყურებლებს „აიძულებს“ წამოხტნენ ტრიბუნებზე, დივანზე ან სასადილოში, სკამიდან და ტაში დაუკრან. თუმცა, ბოლო შეხვედრებს ისე თამაშობს, როგოც მისი პოზიციის მოთამაშეს შეშვენის და ზემოთ ჩამოთვლილსაც გვაიძულებს. გეორგი კონსტანტინოვის არყოფნაში, დაუშვილს ვლადან მილოევიჩის ხელში შეიძლება კოზირი ეწოდოს. დასკვნებით თუ ვიმსჯელებთ, ქართველი ერთ-ერთი მათგანია, ვინც სერბი მწვრთნელის დანიშვნითაა შთაგონებული“.