კვიპროსული გამოცემა - აპოელი დვალის გუნდში დატოვებას შეეცდება, დაუშვილს კი, სავარაუდოდ, გაუშვებენ #1TVSPORT
ქართული სამეულის (გიორგი ქვილითაია, ლაშა დვალი, ბუბა დაუშვილი) აპოელი გასვლით მატჩში „აპოლონთან“ 2:3 დამარცხდა და ჩემპიონობის შანსი დაკარგა. შედეგად, ახალი სეზონისთვის შემადგენლობაში ცვლილებები მოხდება, სამი ქართველი მოთამაშიდან, დიდი ალბათობით, გუნდში ორი დარჩება, – ინფორმაციას protathlima ავრცელებს.
„ნიქოზიელები წელსაც ტიტულის გარეშე დარჩნენ. ვიცე-ჩემპიონობა აპოელისთვის წარმატებად ვერ ჩაითვლება. გუნდი, რომელსაც რთულ პირობებშიც კი სოლიდური ბიუჯეტი ჰქონდა, მეორე ადგილით და კონფერენსლიგაზე თამაშით შემოიფარგლა. ამიტომ ხელმძღვანელებს რთული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიიღება მოუწევთ, როგორც მთავარ მწვრთნელთან, ასევე ფეხბურთელებთან დაკავშირებით. თუმცა ამ მხრივ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.
ლაშა დვალმა სეზონის დაწყებამდე ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და აპოელი მის შენარჩუნებას შეეცდება, რაც შეეხება ბუბა დაუშვილს, მას, სავარაუდოდ, გუნდიდან წასვლა მოუწევს“, – წერს კვიპროსული გამოცემა.