კვიპროსული გამოცემა - „ანორთოსისი“ ნიკა ნინუას იმატებს #1TVSPORT
კვიპროსული გამოცემა - „ანორთოსისი“ ნიკა ნინუას იმატებს #1TVSPORT

ცნობილი ინტერნეტპორტალის, Goal.com-ის კვიპროსული ვერსია ამტკიცებს, რომ თემურ ქეცბაია ფამაგუსტას „ანორთოსისში“ ნიკა ნინუას იმატებს.

ამარ ვარდას შემდეგ, რომელიც „ანორთოსისში“ გადადის, ქეცბაიას გუნდი ემზადება, რომ პაოკ-ის კიდევ ერთი მოთამაშე დაიმატოს – ლაპარაკია ნიკა ნინუაზე, რომლითაც ფამაგუსტას კლუბი ჯერ კიდევ იანვრის სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს იყო დაინტერესებული. ეს თეიმურ ქეცბაიას დიდი სურვილი იყო“, – წერს გამოცემა.

ინტერნეტპორტალი ვითარების შეცვლის შესახებ განმარტავს:

„კვიპროსზე ნინუას ჩამოყვანის პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. თუმცა კონფერენს ლიგის ჯგუფში „ანორთოსისის“ გასვლამ ფამაგუსტელები ფინანსურად გააძლიერა და ამჯერად, როგორც ჩანს, ქართველი მწვრთნელის სურვილი ახდება. მხარეებს ხშირი კონტაქტი აქვთ და პოზიციები საკმაოდ დაახლოებულია. რჩება მხოლოდ რამდენიმე დეტალის დაზუსტება“.

გავრცელებული ცნობით, ნინა ნინუას ტრანსფერის შემთხვევაში, 22 წლის ქართველი ნახევარმცველი სალონიკის პაოკ-ოდან იჯარით გადავა.

„დინამო თბილისის“ აღზრდილი ფეხბურთელი პაოკ-ში 2020 წლის 14 აგვისტოს გადავიდა და ნინუამ ბერძნულ კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა. წყაროებზე დაყრდნობით თბილისის „დინამომ“ ტრანსფერის სანაცვლოდ 850 000 ევრო მიიღო.

ნინუას ნათამაშები აქვს საქართველოს 17 და 19 წლამდე ახალგაზრდულ ნაკრებებში. 2018 წლიდან თამაშობდა საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში.