კვიპროსის თასის მატჩი ჩაიშალა - „ნეა სალამინასა“ და აპოელ-ის შეხვედრის ბედს სადისციპლინო კომიტეტი გადაწყვეტს #1TVSPORT
კვიპროსის თასის მატჩი ჩაიშალა - „ნეა სალამინასა“ და აპოელ-ის შეხვედრის ბედს სადისციპლინო კომიტეტი გადაწყვეტს #1TVSPORT

კვიპროსის თასზე ლაშა დვალისა და გიორგი ქვილითაიას აპოელ-ისა და „ნეა სალამინას“ მატჩი მოედანზე მოთამაშის პეტარდით დაზიანების გამო ჩაიშალა.

აპოელ-ი კვიპროსის თასის მერვედფინალურ შეხვედრას სტუმრად ატარებდა, ორივე ქართველი ფეხბურთელი ნიქოზიური კლუბის ძირითად შემადგენლობაში იყო. პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი კი სულ ექვსი წუთი გაგრძელდა – 51-ე წუთზე გულშემატკივრებმა ტრიბუნიდან პეტარდა ისროლეს, რომელიც „ნეა სალამინას“ მოთამაშეს, გეორგიუ პაპაგეორგიუს მოხვდა – ფეხბურთელი მოედანზე დაეცა და ექიმების დახმარება დასჭირდა. თამაში შეწყდა, პაპაგეორგიუ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ინციდენტიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მატჩის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს – შეხვედრის ბედს კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი გადაწყვეტს.