კვიპროსის საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროვიზიაზე მონაწილე თამთა გოდუაძის სიმღერის თიზერს ავრცელებს

კვიპროსის საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვეყნის სახელით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მონაწილე თამთა გოდუაძის სიმღერის ოფიციალურ თიზერს ავრცელებს.

„რიფლეი“ (Replay), – ასე ჰქვია სიმღერას, რომლითაც 38 წლის თამთა ევროპელი მაყურებლის წინაშე წარდგება.

საკონკურსო სიმღერის ავტორი წარმოშობით ბერძენი, შვედეთში მოღვაწე მუსიკოსი ალექს პაპაკონსტანტინოა.

მას ეკუთვნის კვიპროსის 2018 წლის საკონკურსო სიმღერა „ფუეგო“ (Fuego), რომელმაც 436 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

ვიდეორგოლის პრეზენტაცია 5 მარტს გაიმართება.