კვიპროსის პროგრესი უეფა-ს რეიტინგში - პატარა კუნძული ჩემპიონთა ლიგაზე ორი გუნდით ითამაშებს #1TVSPORT
კვიპროსმა უეფა-ს რეიტინგში გასაოცარ პროგრესს მიაღწია. ევროტურნირებზე გამართული ბოლო მატჩების შემდეგ უეფა-ს რეიტინგში მე-15 ადგილი დაიკავა, რაც ამ ქვეყანას (მოსახლეობა 1,19 მლნ) ევროთასების 2022–2023 წლების სეზონში ხუთი გუნდის გაყვანის საშუალება მისცემს.
მას შემდეგ, როდესაც ევროპის ლიგაზე „არსენალმა“ პრაღის „სლავია“ დაამარცხა, ხოლო „ვილიარეალმა“ – ზაგრების „დინამო“, ჩეხეთი უეფა-ს რეიტინგში მე-17 ადგილზე დარჩა, ხოლო ხორვატია – მე-18 პოზიციაზე. ამან კვიპროსი უეფა-ს რეიტინგში ისტორიულ პოზიციაზე აღაზევა – ქვეყანა მე-15 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე ორი გუნდის გამოყვანის უფლება მიიღო, ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თასის მფლობელი ითამაშებს, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილზე გასულები კონფერენციათა ლიგაზე გამოვლენ.
კუნძული, სადაც 1,189 მილიონი ადამიანი ცხოვრობს უეფა-ს რეიტინგში ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორებიცაა სერბეთი, ჩეხეთი, ხორვატია, შვეიცარია, საბერძნეთი, ისრაელი, ნორვეგია, შვედეთი, ბულგარეთი, აზერბაიჯანი. ყაზახეთი, უნგრეთი, ბელორუსია, პოლონეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ირლანდია.
საქართვეელო უეფა-ს ბოლო რეიტინგით 47-დან 43-ე პოზიციაზე დაწინაურდა, მაგრამ ეს სასურველი შედეგი ჯერ ნამდვილად არ არის და უეფა-ს ახალ სეზონში ჩვენს ქვეყნას საშუალებას აძლევს, რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთი გუნდი გაიყვანოს, ხოლო კონფერენციათა ლიგაზე – სამი გუნდი.