კვიპროსელი ფეხბურთელები გულდაწყვეტილი არიან - ჩვენი დღე არ იყო, ბურთი საქართველოს ნაკრების კარში არ შედიოდა #1TVSPORT
კვიპროსელი ფეხბურთელები გულდაწყვეტილი არიან - ჩვენი დღე არ იყო, ბურთი საქართველოს ნაკრების კარში არ შედიოდა #1TVSPORT

ანდერსონ კორეამ, რომელმაც კვიპროსის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა, ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში საქართველოსთან წაგებაზე (1:2) კომენტარი გააკეთა და შედეგს უსამართლო უწოდა.

„მოხარული ვარ, რომ კვიპროსის ნაკრების ფორმით პირველი მატჩი ჩავატარე. მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს, რომელთა გვერდითაც ვითამაშე. ჩემი სურვილია, მოედანზე ხშირად გავიდე და გუნდს მეტად დავეხმარო. უკეთს შედეგს ვიმსახურებდით, უფრო მეტი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ ასეთია ფეხბურთი“, – განაცხადა ანდერსონ კორეამ.

შედეგით იმედგაცრუებული დარჩა კვიპროსელთაგან ერთადერთი გოლის ავტორი იოანის პიტასიც: „მიმაჩნია, რომ შედეგი უსამართლოა. კიდევ ორი გოლი უნდა გაგვეტანა. საბოლოო ჯამში, მთავარი შედეგია, რომელმაც გული დაგვწყვიტა. შემდეგი მატჩი მნიშვნელოვანია, რადგან ნორვეგია ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. დღეს ჩვენი დღე არ იყო, საქართველოს ნაკრების კარში ბურთი არ შედიოდა, არ გაგვიმართლა“.