კვერნაძის ოფიციალური დებიუტი - „ფროსინონემ“ იტალიის თასიდან „პიზა“ გამოაგდო #1TVSPORT
კვერნაძის ოფიციალური დებიუტი - „ფროსინონემ“ იტალიის თასიდან „პიზა“ გამოაგდო #1TVSPORT

გიორგი კვერნაძემ ოფიციალური სადებიუტო მატჩი ჩაატარა „ფროსინონეში“, რომელმაც იტალიის თასზე „პიზა“ დაამარცხა 1:0.

იტალიის თასის 1/32-ფინალში „ფროსინონემ“ „პიზას“ საკუთარ მოედანზე უმასპინძლა და მე-7 წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვა. ქართველის გუნდმა „პიზას“ მცველის, სიმონე კანესტრელის ავტოგოლით მოიგო.

„ფროსინონეს“ ახალწვეული გიორგი კვერნაძე სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა. კვერნაძე სადებიუტო თამაშში 66-ე წუთიდან საკმაოდ აქტიურად ჩაერთო, მაგრამ ამის შემდეგ მოედანზე ანგარიში აღარ შეცვლილა.

იტალიის თასის 1/32-ფინალში „ფროსინონე“ „სალერნიტანასა“ და „ტერნანას“ წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.