კვეკვესკირმა პოლონეთში ეფექტური გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

იმ დროს, როდესად პოლონეთში თასის მატჩები იმართებოდა, ნიკა კვეკვესკირმა პოლონეთის ჩემპიონატში პოზნანის „ლეხის“ შემადგენლობაში მორიგი შეხვედრა გდანსკის „ლეხიასთან“ ჩაატარა – პოზნანელებმა 0:3 მოიგეს, ნიკა კვეკვესკირი კი ეფექტური გოლის ავტორი გახდა.

ნიკა კვეკვესკირი პოლონეთის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში იყო და 61 წუთი ითამაშა. გიორგი წიტაიშვილი თავიდან სათადარიგოებში იყო და მოედანზე ნიკას გასვლის შემდეგ, 74-ე წუთზე გამოჩნდა.

გდანსკის „პოლსტატ პლუს არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში ნიკა კვეკვესკირმა მე-19 წუთზე შორეული და ძალიან ეფექტური გოლით გახსნა. 42-ე წუთზე მასპინძელთა კარი მეორედ ნორვეგიელმა ლეგიონერმა კრისტოფერ ვაიდემ აიღო, ხოლო საბოლოო ანგარიში მე-60 წუთზე მიხალ სკორასმა დააფიქსირა – 0:3.

ტურის მატჩი მოიგო ვაკო გვილიას „რაკოვმა“, რომელმაც შინ ლიდერი „პოგონი“ 1:0 დაამარცხა. 7 ტურის შემდეგ „რაკოვი“ 13 ქულით მე-3 ადგილზეა, ხოლო „ლეხი“ 7 ქულით მე-15 პოზიციაზეა. ორივე გუნდს ევროთასებზე მონაწილეობის გამო მატჩი მარაგში აქვს.