კვეკვესკირის „ლეხი“ კონკურენტს დაუზავდა - გვილია და წიტაიშვილი განაცხადში ისევ ვერ მოხვდნენ #1TVSPORT
კვეკვესკირის „ლეხი“ კონკურენტს დაუზავდა - გვილია და წიტაიშვილი განაცხადში ისევ ვერ მოხვდნენ #1TVSPORT

პოლონეთის ექსტრაკლასას ტურის ცენტრალური შეხვედრა ვარშავაში გაიმართა – ვაკო გვილიას „ლეგიამ“ ნიკა კვეკვესკირისა და გიორგი წიტაიშვილის „ლეხს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

ნიკა კვეკვესკირი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 39-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო გიორგი წიტაიშვილი განაცხადში ვერ მოხვდა. „ლეგიას“ განაცხადში არ იყო ვაკო გვილია.

ამ შედეგით „ლეხი“ ჩემპიონის ტიტულს, ფაქტობრივად, დაემშვიდობა, რადგან 48 ქულით მესამე ადგილზეა და  სეზონის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე პირველადგილოსან „რაკუვს“ 17 ქულით ჩამორჩება, ხოლო „ლეგიას“ – 9 ქულით.

ასე რომ, პოზნანის „ლეხი“ საუკეთესო შემთხვევაში კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებს, მაგრამ ამისათვის „პოგონს“ უნდა აჯობოს, რომელსაც მხოლოდ ერთი ქულით ასწრებს.