კვეკვესკირი ყაზახეთის სიმბოლურში - ის ყველაფერს ასწრებდა
კვეკვესკირი ყაზახეთის სიმბოლურში - ის ყველაფერს ასწრებდა

ნიკა კვეკვესკირი ყაზახეთის პრემიერლიგის 30-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებშია – საქართველოს ნაკრებისა და კოსტანაიას „ტობოლის“ საყრდენი ნახევარმცველი გამოცემა sports.kz-მა დააფასა.

ყაზახურმა გამოცემამ ტურის 11 რჩეული მოთამაშე 4-3-3 სათამაშო სქემით განალაგა, სადაც ნიკა მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე დაასახელეს.

30-ე ტურში, „ტობოლმა“ გასვლაზე ალმატის „ყაირატთან“ 0:0 ითამაშა, კვეკვესკირი კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

„ნიკამ ალმაატელებთან კარგად ითამაშა. დაცვისა და შეტევის ხაზის დამაკავშირებელი იყო, გამჭოლ გადაცემებს აკეთებდა და მოედნის ყველა ნაწილში ასწრებდა“ – წერს sports.kz.