კვეკვესკირი ყაზახეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებული ნახევარმცველია
კვეკვესკირი ყაზახეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებული ნახევარმცველია

ნიკა კვეკვესკირი ყაზახეთის პრემიერლიგის ყველაზე ძვირადღირებული ცენტრალური ნახევარმცველია – ინფორმაციას ყაზახურმა გამოცემა „სპორტსი“ ავრცელებს.

გამოცემამ ყაზახეთის პრემიერლიგის ყველაზე ძვირადღირებული ცენტრალური ნახევარმცველების ექვსეული, გერმანული სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt- ის მონაცემებზე დაყრდნობით შეადგინა და აღმოჩნდა, რომ გერმანული სამენეჯერო სააგენტო ლიგაში ყველაზე მეტად ქართველი მოთამაშის ტრანსფერს აფასებს.

ყაზახეთის პრემიერლიგა უეფა-ში შემავალი წევრი ქვეყნების ლიგებში ერთ-ერთ უმდიდრესია და ამ ქვეყნის გუნდები საკმაოდ ძვირადღირებული მოთამაშეებს იწვევენ. საქართველოს ნაკრებისა და კოსტანაის „ტობოლის“ საყრდენი ნახევარმცველი 2020 წლის სეზონში ლიგაში შეფასებით პირველ ადგილზე აღმოჩნდა. ინტერნეტ სააგენტო კვეკვესკრის ტრანსფერის ფასს 1,1 მილიონ ევროდ აფასებს. თუმცა, პანდემიამდეტობოლის“ ქართველი ლეგიონერის გრაფაში 1,5 მილიონი ევრო ეწერა.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის პრემიერლიგის ძვირადღირებული ცენტრალური ნახევარმცველების სიაში მხოლოდ ორი ყაზახელი ფეხბურთელი მოხვდა.

ყაზახეთის ჩემპიონატის ძვირადღირებული ცენტრალურ ნახევარმცველთა TOP-6

1. ნიკა კვეკვესკირი (საქართველო, ტობოლი) – 1,1 მილიონი ევრო

2. მაი მახლანგუ (სამხრეთ აფრიკა, ორდაბასი) – 1 მილიონი ევრო

3. იან პერცუხი (ყაზახეთი, ასტანა) – 950 ათასი ევრო

4. გევორგ ნაჯარიანი (ყაზახეთი, შახტარი) – 675 ათასი ევრო

5-6. ნებოიშა კოსოვიჩი (სერბეთი, კაირატი) – 475 ათასი ევრო

5-6. მილან სტოიანოვიჩი (სერბეთი, ოკზეტპესი) – 475 ათასი ევრო