კვარაცხელიათი ევროპის ლიგის გამარჯვებული დაინტერესდა - საფეხბურთო აგენტი ხელს „სევილიასკენ“ იშვერს
კვარაცხელიათი ევროპის ლიგის გამარჯვებული დაინტერესდა - საფეხბურთო აგენტი ხელს „სევილიასკენ“ იშვერს

ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა და კალინინგრადის „ბალტიკას“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ ლეპსაიამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ილაპარაკა. მან საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი შეაქო და აღიარა, რომ ევროპაში მასზე დიდი მოთხოვნაა.

„ხვიჩა ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია საქართველოში და ვფიქრობ – რუსეთშიც. „რუბინში“ ვიყავი და ვიკითხე როგორ ვარჯიშობს. საიდუმლო არ არის, რომ ბევრ სამხრეთელს ვარჯიში არ უყვარს, მაგრამ ეს კვარაცხელიას არ ეხება. მისდამი ინტერესი ესპანურმა „სევილიამ“ გამოავლინა. ჩემის მხრივ, ხვიჩა ძალიან კარგად დავახასაითე. რა იქნება შემდეგ – არ ვიცი. მაგრამ ასე მგონია, თუ საქართველოს ნაკრები დიდ საერთაშორისო ტურნირზე მოხვდება, მაშინ „რუბინი“ ხვიჩას ზაფხულში კარგ თანხად გაყიდის“, – განაცხადა „მატჩ პრემეირის“ გადაცემა „ინსაიდერშილეპსაიამ.

კვარაცხელია „რუბინში” გადავიდა მას შემდეგ, რაც მოსკოვის „ლოკომოტივთან“ საიჯარო ხელშეკრულება ამოეწურა. ამავდროულად, მოსკოველების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა, არაერთხელ გააკრიტიკა რუსული რკინიგზის კლუბის ხელმძღვანელობა იმის გამო, რომ ფეხბურთელი არ შეინარჩუნეს.

მიმდინარე სეზონში ხვიჩამ რუსეთის პემიერლიგაში გამართულ 12 მატჩში ორი გოლი გაიტანა, ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და სამჯერ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ამავე დროს, ქართველი თავდამსხმელის შთამბეჭდავი თამაში მუდმივად რუსული მედიის ყურადღების ცენტრშია – 2019/2020 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელია ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს.

საფეხბურთო კლუბი „სევილია“ ესპანეთის ჩემპიონი მხოლოდ ერთხელ გახდა, მაგრამ ესპანეთის თასის 5-გზის, სუპერთასის კი ერთგზის გამარჯვებულია. რაც მთავარია, კვარაცხელიათი დაინტერესებულმა ესპანურმა კლუბმა ევროპის ლიგა 6-ჯერ მოიგო (2006, 2007, 2014, 2015, 2016, 20120), რაც სარეკორდო მაჩვენელია. „სევილია“ ამ ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია – ბოლო გათამაშების ფინალში მილანის „ინტერი“ 3:2 დაამარცხა. „სევილია“ ევროპის საკლუბო რეიტინგში მე-8 ადგილზეა.

 

ფოტო: gettyimages.com