კვარაცხელიასადმი პატივისცემის ნიშნად - პორტუგალიელმა წყვილმა შვილს ხვიჩა დაარქვა #1TVSPORT
ევროპაში უკვე გამოჩნდა წყვილი, რომელმაც შვილს ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას პატივისცემის ნიშნად ხვიჩა დაარქვა. ამის შესახებ პორტუგალიური გამოცემა „აბოლა“ იუწყება.
„ნაპოლის“ შესანიშნავმა სეზონმა აიძულა წყვილი, არმანდო და კლარა, ახალშობილისთვის დანიელ ხვიჩა დაერქვათ – ეს კი ოჯახის ტრადიციის შესაბამისად მოხდა.
„ჩვენ მას დანიელე ხვიჩას ვუწოდებთ. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ მას შემდეგ, რაც წელს „ნაპოლის“ თამაში ვნახეთ“, – თქვა არმანდომ SpazioNapoli-სთვის მიცემულ ინტევიუში. თავად მას არგენტინელი ვარსკვლავისადმი პატივისცემის ნიშნად მამამ დიეგო არმანდო მარადონა დაარქვა.
„მე „ნაპოლის“ დიდი გულშემატკივარი ვარ და როგორც ჩემი სახელიდან ჩანს, მამაჩემიც ასე იყო.1986 წელს დავიბადე და ჩემმა მშობლებმა დამარქვეს დიეგო არმანდო მარადონა. ეს იყო ოჯახში შეთანხმებული ვარიანტი“, – დასძინა მან.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ პირველ სეზონს ატარებს. მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 32 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.