კვარაცხელიას ყოფილი მწვრთნელი - ხვიჩას ტრანსფერში თუ არაფერს მიიღებს, გამოდის, „რუბინი“ გაძარცვეს [ვიდეო] #1TVSPORT
კვარაცხელიას ყოფილი მწვრთნელი - ხვიჩას ტრანსფერში თუ არაფერს მიიღებს, გამოდის, „რუბინი“ გაძარცვეს [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ კომენტარი რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა გააკეთა, რომლის ინიციატივითაც ქართველმა თავდამსხმელმა კარიერა რუსეთში, მოსკოვის „ლოკომოტივში“ დაიწყო.

ქართველმა ფეხბურთელმა და „რუბინმა“ კონტრაქტი შეაჩერეს მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, კვარაცხელია კი ბათუმის „დინამოში“ გადავიდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ყაზანელებთან ხელშეკრულება შეწყდა.

„თუ „რუბინი“ ხვიჩას „ნაპოლიში“ გადასასვლელად ვერაფერს მიიღებს, შეიძლება ითქვას, რომ გუნდი გაძარცვეს. „ლოკომოტივმაც“ ვერაფერი გამოიმუშავა, თუმცა ძალიან ღირებული ფეხბურთელია“, – ამბობს სიომინი სპორტ 24-თან ინტერვიუში.

მან ხვიჩას საფეხბურთო პოტენციალზეც ისაუბრა:

„ხვიჩა ათეულობით მილიონი ევრო ღირს. ის ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მოთამაშეა. მაგრამ გადასვლას მე მხოლოდ ოფიციალური განცხადებების შემდეგ მივულოცავ. მანამდე ჯერ ყველაფერი მხოლოდ სიტყვებია“.

იტალიური გამოცემა „კორიერა დელო სპორტის“ ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და სეზონში 1,5 მილიონ ევროს მიიღებს.