კვარაცხელიას თანაგუნდელი დაუპირისპირდება - ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების შემადგენლობა დასახელდა #1TVSPORT
კვარაცხელიას თანაგუნდელი დაუპირისპირდება - ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების შემადგენლობა დასახელდა #1TVSPORT

ჩრდილოეთ მაკედონიის (ერთა ლიგის ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქე) ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ შემადგენლობა დაასახელა.

ერთა ლიგის C4 ჯგუფში ბალკანელები ორ შეხვედრას ჩაატარებენ – 23 სექტემბერს თბილისში საქართველოს ნაკრებს ესტუმრებიან, ხოლო 26 სექტემბერს ბულგარეთს სკოპიეში უმასპინძლებენ.

ჩრდილოეთ მაკედონიის მაკრების შემადგენლობაში პირველად გამოიძახეს ხორვატული „ვარაჟდინის“ ნახევარმცველი აგონ ელეზი – 21 წლის ფეხბურთელს ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში ექვსი მატჩი აქვს ჩატარებული და „ვარაჟდინის“ მაისურით კარგმა გამოსვლებმა საშუალება მისცა ქვეყნის ეროვნულ გუნდში მოხვედრილიყო.

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: სტოლე დიმიტრიევსკი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), დამიან შიშკოვსკი (დოქსა, კვიპროსი), კრისტიან ნაუმოვსკი (შკუპი), იგორ ალეკსოვსკი (რაბოტნიჩკი)

მცველები: სტეფან რისტოვსკი (დინამო, ხორვატია), დარკო ველკოვსკი (ალ ეტიფაქი, საუდის არაბეთი), ვისარ მუსლიუ (ინგოლშტადტი, გერმანია), ტოდორ ტოდოროვსკი (სუმგაითი, აზერბაიჯანი), სტეფან აშკოვსკი (ლამია, საბერძნეთი), ნიკოლა სერაფიმოვი (ფეჰერვარი, უნგრეთი), გოიკო ზაიკოვი (ვორსკლა, უკრაინა), ბოიან დიმოსკი (აკადემია პანდევი)

ნახევარმცველები: ელიფ ელმასი (ნაპოლი, იტალია), ენის ბარდი (ტრაბზონსფორი, თურქეთი), არიან ადემი (დინამო, ხორვატია), ენის ფაზლაგიჩი (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი), აგონ ელეზი (ვარაჟდინი, ხორვატია), იანი ატანასოვი (ჰაიდუკი, ხორვატია), სტეფან სპიროვსკი (პიუნიკი, სომხეთი), ეზგიან ალიოსკი (ფენერბაჰჩე, თურქეთი)

თავდამსხმელები: მილან რისტოვსკი (ტრნავა, სლოვაკეთი), ბოიან მიოვსკი (აბერდინი, შოტლანდია), დარკო ჩურლინოვი (ბარნლი, ინგლისი), ალექსანდრ ტრაიკოვსკი (ალ ფაიზალი, საუდის არაბეთი), ვალონ ეტემი (ისთანბულსფორი, თურქეთი), დორიან ბაბუნსკი (დებრეცენი, უნგრეთი), ლუპჩე დორიევი (შკენდია)