კვარაცხელიას სანაკრებო გოლები, პასები და სტატისტიკა - ხვიჩამ ოქრიაშვილს და ყაზაიშვილს გადაასწრო [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო საშინაო მატჩი შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ თბილისში „დინამო არენაზე“ გამართა და 2:2 დაასრულა.
საქართველოს ნაკრებიდან ორივე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა – მე-15 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 57-ე წუთზე დუბლი შეასრულა – შედეგად, „ნაპოლის“ ქართველ შემტევმა საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 27 მატჩში მე-14 გოლის გატანა მოახერხა.
ამ მაჩვენებლით 22 წლის ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილს (49 მატჩი, 13 გოლი, 3 საგოლე გადაცემა) და ვაკო ყაზაიშვილს (62 მატჩი, 13 გოლი, 3 საგოლე გადაცემა) გადაასწრო, რომლებსაც „ჯვაროსნებში“ ბევრად მეტი შეხვედრა აქვთ ჩატარებული.
კვარაცხელია ეროვნული გუნდის საუკეთესო მეგოლეებში მე-4 ადგილზე დაწინაურდა. ამავე დროს, ხვიჩამ „ჯვაროსნების“ ფორმით 5 ასისტი შეასრულა.
საქართველოს ნაკრების საუკეთესო მეგოლეები
1. შოთა არველაძე – 26 გოლი
2. თემურ ქეცბაია – 17
3. ალექსანდრე იაშვილი – 15
4. ხვიჩა კვარაცხელია – 14
5. თორნიკე ოქრიაშვილი – 13
6. ვაკო ყაზაიშვილი – 13
7. ლევან კობიაშვილი – 12
8. გიორგი დემეტრაძე – 12
9. ჯაბა კანკავა – 10
10. გიორგი მიქაუტაძე – 9
11. მიხეილ ყაველაშვილი – 9
12. გიორგი ქინქლაძე – 8
13. გიორგი ჩაკვეტაძე – 8
14. დავით სირაძე – 8
15. ჯანო ანანიძე – 7