კვარაცხელია ისევ საუკეთესო იყო - ხვიჩას საგოლე გადაცემა „ადანა დემირსპორთან“ [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი“ კასტელ დი სანგროში ამხანაგურ მატჩში თურქეთის სუპერლიგელ „ადანა დემირსპორს“ შეხვდნენ და მატჩი ფრედ დაასრულეს.
მოულოდნელი იყო იტალიური გუნდის მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის გადაწყვეტილება, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელია ამჯერად ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა, მაგრამ მეორე ტაიმში ელიფ ელმასის ნაცვლად შეცვლაზე შეუშვა. თურქული კლუბის განაცხადში კი ახლახანს ჩარიცხული გიორგი ხაბულიანი არ იყო.
მოედანზე ვითარება სწორედ ამის შემდეგ შეიცვალა და 55-ე წუთზე ირვინგ ლოზანომ ქართველი თავდამსხმელის ტექნიკური გადაცემით ანგარიში გახსნა, მაგრამ იტალიელებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს – 74-ე წუთზე მარიო ბალოტელიმ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 87-ე წუთზე იუსუფ სარიმ თურქული კლუბი დააწინაურა. ხვიჩა ძალიან აქტიური იყო, ამწვავებდა, კარში დაარტყა, შეტევებს ავითარებდა. „ნაპოლიმ“ წაგებას ბოლო წამებზე თავი დააღწია. 90+4-ე წუთზე გატანილი გოლით თავი ისევ ლოზანომ გამოიჩინა და მატჩი 2:2 დასრულდა.
მაგრამ „ნაპოლიმ“ წაგებას ბოლო წამებზე თავი დააღწია. 90+4-ე წუთზე გატანილი გოლით თავი ისევ ლოზანომ გამოიჩინა და მატჩი 2:2 დასრულდა.